რეჟიმი ახალ ფაზაზე გადავიდა, როცა აქტივისტებს და დემონსტრანტებს კი არა, პოლიტიკურ ლიდერებს აკავებენ, ამას მოჰყვება რეაგირება ცივილიზებული სამყაროსგან, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურმალისტებს განუცხადა.
"განწყობა ნორმალური მაქვს, ველოდებოდი ამას... ნებისმიერ შემთხვევაში ინდიკატორია, რომ რეჟიმი ახალ ფაზაზე გადავიდა, როცა აქტივისტებს და დემონსტრანტებს კი არა, პოლიტიკურ ლიდერებს აკავებენ, ჯამში, ამას მოჰყვება რეაგირება ცივილიზებული სამყაროსგან. სანქციების ალბათობა და მასშტაბები უფრო გაიზრდება... ამათაც ესმით მაგდენი, მაგრამ თვითონ შეიყვანეს საკუთარი თავი ჩიხში და ახლა სხვა გამოსავალი არ აქვს", - განაცხადა ჯაფარიძემ.
მისი თქმით, წინააღმდეგობა უნდა გაგრძელდეს.
მოქალაქეებმა უნდა გააგრძელო წინააღმდეგობა - პირველ რიგში, რუსთაველზე ყოველ ღამე და საჯარო დემონსტრირება, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში ხელები არ ჩამოგვიშვია" - განაცხადა "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ "მთავართან" საუბრისას.
თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს 20 000-ლარიანი გირაო 16 აპრილს შეეფარდა. მისი სასამართლო პროცესი დღეს, 15:00 საათზეა ჩანიშნული. მოსამართლე დიდი ალბათობით, აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე იმსჯელებს.
საქმის განხილვის პარალელურად, საქალაქო სასამართლოს ეზოში მისი მხარდამჭერები არიან შეკრებილი.