საქართველოში მოქმედი კომერციული ბაკების მიერ იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი - 51.7 პროცენტი ვაჭრობის სფეროზე მოდის.
როორც "ჯი-ეიჩ-ენს" სებ-დან ანობეს, 2010 წლის ნოემბერთან შედარებით, დეკემბერში ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობა 2.8 პროცენტით ანუ 50.7 მლნ ლარით გაიზარდა და 1.9 მლრდ ლარს მიაღწია.
მრეწველობაზე გაცემული სესხების წილმა იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 21.5 პროცენტი შეადგინა, რაც 2011 წლის პირველი იანვრისათვის 776.2 მლნ ლარით განისაზღვრა (17.6 პროცენტით ანუ 116.2 მლნ ლარით მეტი წინა თვესთან შედარებით); 10.7 პროცენტი მოდის მშენებლობაზე, რაც 384.5 მლნ ლარია (1.6 პროცენტით, ანუ 6.0 მლნ ლარით მეტი, შესაბამისად). ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 83.9 პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე - მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის.