ვარკეთილში მიკროავტობუსი რამდენიმე გაჩერებულ ავტომობილს შეეჯახა და დააზიანა. არსებული ინფორმაციით, დაზიანებულია ხუთი ავტომანქანა.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მიკროატობუსი, სავარაუდოდ, არასრულწლოვნებმა გაიტაცეს, რის შემდეგაც მალევე მოხდა შეჯახება რამდენიმე ავტომობილთან. მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა.