ირაკლი, დაბრძანდი, დაელოდე! - ასე ეხმაურება "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ დონალდ ტრამპისგან წერილზე პასუხი არ მიუღია.
გეგლიას თქმით, კობაიძემ კარგად იცის, რომ მსგავს წერილებს არავინ კითხულობს.
„მე ერთადერთი რჩევა მაქვს ე.წ. პრემიერ-მინისტრისადმი - ირაკლი, დაბრძანდი, დაელოდე. ეს არის ერთადერთი პასუხი იმ ცირკზე, რომელიც კობახიძემ თავისი წერილით დადგა და რომელზეც ვითომ ელოდა პასუხს. სინამდვილეში კობახიძეს აქვს იმდენი ინტელექტი და საერთაშორისო პოლიტიკის იმდენი აღქმა, განსხვავებით მისი ზოგიერთი ცირკის კოლეგისგან, იცოდეს, რომ ასეთი ტიპის წერილებს არავინ კითხულობს და პასუხობს. აღიარებს სიმართლეს, რომ არავინ მასთან არ საუბრობს, არავინ მასთან არ აპირებს ურთიერთობების გადატვირთვას, რომ ამჟამინდელი კურსის პირობებში, ამ რეჟიმს შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ განგრძობითი იზოლაცია", - განუცხადა გეგელიამ „ტვ პირველს“.
ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ ღია წერილზე დონალდ ტრამპისგან პასუხი არ მიუღია, თუმცა აღნიშნა, რომ "დუმილიც მნიშნელოვანი პასუხია".