საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან ღია წერილზე პასუხი არ მიუღია.
თუმცა აღნიშნა, რომ "დუმილიც მნიშნელოვანი პასუხია"
„წერილზე არ უპასუხიათ, თუმცა დუმილიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პასუხია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ.
შეკითხვაზე, თუ რას ნიშნავს "დუმილი მისთვის" - კობახიძემ თქვა, რომ "ამას თავად განმარტავენ".
კობახიძეს ასევე შეკითხვა დაუსვეს სახელმწიფო დეპატტამენტიის გზავნილზე, რომ "ქართულმა ოცნებამ“ იცის რაც უნდა გააკეთოს.
„არაერთხელ დაგვისვამს კითხვა, რა უნდა გავაკეთოთ, ხომ ამბობენ ამას, რომ "იციან, რა არის გასაკეთებელი", ვეკითხებით - აბა რა გავაკეთოთ და ვერ გვეუბნებიან. რამდენჯერაც ვკითხეთ, ვერ გვეუბნებიან. მაგალითად ვეღარ გვეუბნებიან, რომ მაგალითად გამჭვრივალობის კანონი უნდა გავაუქმოთ, იმიტომ არ გვეუბნებიან, რომ ახალმა ადმინისტრაციამ თვითონ აღიარა, რომ ეს კანონი არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა კობახიძემ.