საქართველოში H1N1 ვირუსით გარდაცვალების მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა. ამჯერად გარდაცვლილი 49 წლის ქალია. ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეს დაიღუპა.
დაავადებულმა კლინიკას ორი დღის წინ მიმართა, თუმცა ექიმების განცხადებით, ის დაგვიანებული იყო. პაციენტი ამ დროის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოში აცხადებენ, რომ რეგიონი საჭირო მედიკამენტებით სრულად უზრუნველყოფილია და მთავარი მხოლოდ ის არის, რომ პაციენტებმა ექიმებს დროულად მიმართონ.