გარემოს დაცვის ინსპექცია გეგმიურ შემოწმებებზე გადავიდა, რაც იმას გულისხმობს, რომ 2011 წლით დადგენილი გეგმის შესაბამისად, ინსპექცია 155 რეგულირების ობიექტის გარემოსდაცვით შემოწმებას განახორციელებს.
გარდა იმისა, რომ ინსპექცია 24-საათიან რეჟიმში სხვადასხვა გარემოსდაცვითი კანონდარღვევების გამოვლენაზე მუშაობს, ახალი 2011 წლის „გარემოს დაცის ინსპექციის შესახებ" საქართველოს კანონი, ინსპექტორებს გეგმიური შემოწმებების განხორციელებას ავალდებულებს.
2011 წელს, გარემოს დაცვის ინსპექცია განახორციელებს: გარემოზე ზემოქმედების ნებართვის პირობების, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის, თევზჭერის ლიცენზიისა და სამონადირეო მეურნეობის მიერ ლიცენზიით განსაზღვრული პირობების შესრულებას. ასევე განხორციელდება ტყით სარგებლობის სპეციალური ლიცენზიისა და ტყის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის შემოწმება (მათ შორის დაცულ ტერიტორიებზე).
გარემოს დაცვის ინსპექცია, ობიექტების შემოწმებას გარემოში მავნე ნივთიერებათა ემისიების კონტროლის მიზნითაც განახორციელებს.