29, 30 იანვარს ქველმოქმედთა სახლი ,,მომავლის გზა" და ბერძნული სამედიცინო ფონდი ჰიპოკრატე" სოციალურად დაუცველი ხელოვანთათვის ერთობლივ საქველმოქმედო აქციას აწყობს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ფონდის ხელმძღვანელმა დათო კინწურაშვილმა განუცხადა, სოციალურად დაუცველ ხელოვანებს უფასოდ ჩაუტარდებათ სამედიცინო გამოკვლევა და გადაეცემათ მედიკამენტები.
"აღნიშნული საქველმოქმედო აქცია არ იქნება ერთჯერადი მიიღებს სისტემატიურ სახეს და გაგძელდება მთელი წლის მანძილზე", _ განაცხადა კინწურაშვილმა.
მისი თქმით აქციის შემდეგი ეტაპი მარტოხელა მოხუცებისა და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის განხორციელდება.
აქცია 11:00 სთ- დან 15:00 საათამდე ვაჟა ფშაველას 32 -ში ჩატარდება.