თურქეთის მერიამ ოფიციალური თხოვნით მიმართა ლუვრის ადმინისტრაციას, დაუბრუნონ ქალაქს აპოლონისა და ზევსის ძეგლები. იზმირის მერი ლუვრში გაგზავნილი წერილში აღნიშნავს, რომ ხელოვნების ნიმუშების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებების მიხედვით, ძეგლები თურქეთის კუთვნილებაა.
"ძეგლების დაბრუნება იქნება პატივისცემის გამოვლინება ჩვენი ქალაქის არქეოლოგიური და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ", - ნათქვამია იზმირის მერის აზიზ კოჯაოლუს წერილში.
იზმირის მერი აცხადებს, რომ ძეგლები აუცილებელია ეგეოსის ცივილიზაციის მუზეუმისთვის.
აპალონისა და ზევსის ქანდაკებები, რომელთა სიმაღლე ორ მეტრს აღემატება, XVII საუკუნეში ეგეოსის რეგიონში იპოვეს და საფრანგეთის მეფეს ლუდოვიკო XIV-ს აჩუქეს.
2009 წელს ლუვრი დათანხმდა ეგვიპტეს ხუთი არტაფაქტის დაბრუნებას, რომელიც ერთ- ერთი სამარხიდანაა მოპარული და მუზეუმმა 1980 წელს შეიძინა. მუზეუმმა ისტორიული ძეგლები იმის მიუხედვად შეიძინა, რომ ხელმძღვანელობისთვის მათი მოპარვის ფაქტი ცნობილი იყო.