კომპანია ,,ავერსი~ ანახლებს მემორანდუმს საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტთან.
მემორანდუმის თანახმად ,,ავერსმა~ აიღო ვალდებულება, რომ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრებს და ვეტერან სპორტსმენებს გაეწიოს უფასო სამედიცინო მომსახურება ავერსის კლინიკაში და აგრეთვე გადაეცეთ უფასოდ მკურნალობისთვის საჭირო ყველა მედიკამენტი.
პირველად მემორანდუმი გაფორმდა 2009 წელს 19 თებერვალს და დღემდე ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპორტსმენებმა 7648-ჯერ ისარგებლეს 235 504 ლარის სამედიცინო მომსახურებით და აგრეთვე გადაეცათ მათ 108 445 ლარის ღირებულების მედიკამენტები.
მემორანდუმის თანახმად სპორტსმენების ჯანმრთელობაზე ზრუნვა კომპანია ,,ავერსის~ პრიორიტეტი იქნება.
ბრიფინგს დაესწრება: ავერსის დამფუძნებელი_ პაატა კურტანიძე; საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე- გია ნაცვლიშვილი; ძიუდოს საერთაშორისო ფედარაციის პრეზიდენტი _ მარიუს ვიზერი; ოლიმპიური ჩემპიონი და სეოკ_ის ვიცე-პრეზიდენტი დავით გობეჯიშვილი; ოლიმპიური ჩემპიონები და პრიზიორები: გიორგი ასანიძე, მანუჩარ კვირკველია, გიორგი გოგშელიძე, ნესტორ ხერგიანი და სხვები.
მემორანდუმი 2011 წლის 28 იანვარს 13:00სთ-ზე სასტუმრო ,,შერატონ მეტეხი-პალასში~ გაფორმდება.