პარლამენტის ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია ევროსაბჭოში ევროპელ დემოკრატთა ფრაქციის ბიუროს წევრად აირჩიეს, ამავე დროს დავითაია ფრაქციის პოლიტიკური მდივანიც გახდა.
დეპუტატის განცხადებით, ევროპელ დემოკრატთა წევრად მისი არჩევა საქართველოს დელეგაციის მუშაობას ევროსაბჭოში უფრო ეფექტურს გახდის.
"მე გავხდი ბიუროს წევრი, შემდეგ ბიუროს სხდომაზე განხილული იყო საკითხი ბიუროს პოლიტიკური მდივნის არჩევასთან დაკავშირებით, რომლის ფუნქციამ მდგომარეობს იმაში, რომ ფრაქციის ნებისმიერი საკითხი შეთანხმებული ინდა იყოს პოლიტიკურ მდივანთან. ეს გვაძლებს სერიოზულ საშუალებას ძალიან სერიოზულად ვიმუშაოთ ბიუროს შიგნით", _ აცხადებს პაატა დავითაია.