ბოლო ორი კვირის განმავლობაში H1N1 ვირუსის შემთხვევებმა იმატა. ამ ზნის განმავლობაში ინფექციურ საავადმყოფოში 100-ზე მეტი ადამიანი იყო ჰოსპიტალიზირებული. ექიმები პაციენტთა რაოდენობის მატებას მომდევნო თვეშიც ელოდებიან. ბოლო მონაცემების H1N1 ვირუსის 163 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეს საშუალო მაჩვენებელია და პანიკის საფუძველი არ არსებობს. ასევე ამ ეტაპზე მოსალოდნელი არ არის პანდემია, თუმცა მოსახლეობას სიფრთხილისაკენ მაინც მოუწოდებენ.
"იანვრის დასაწყისიდან აღინიშნება გრიპის ინფიცირებულთა მატება, რომელიც განსაკუთრებით გამოვლინდა ბოლო ორი კვირის განმავლობაში. იანვრის დასაწყისიდან დღემდე ჩვენს კლინიკას დაახლოებით 400 მდე ავადმყოფმა მოაკითხა აქედან ჰოსპიტალიზირებულ იქნა 116 მდე ავადმყოფი. ამჟამად კი საავადმყოფოში 45 ავადმყოფი გადის მკურნალობას", _ აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია.