საქართველოში მენინგოკოკცემიის შემთხვევა დაფიქსირდა. მარნეულიდან 57 წლის მამაკაცი ინფექციურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს. ექიმების თქმით პაციენტის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ავადმყოფს ამჟამად ანტიბაქტერიული თერაპია უტარდება.
როგორც აცხადებენ, მდგომარეობის გართულებამდე მას სახლის პირობებშიც არ უმკუნალია, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.