სინოპტიკოსები დღეიდან საქართველოში ამინდის გაუარესებას ვარაუდობენ. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დაეცემა ტემპერატურა, მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით.
დღეიდან ტემპერატურის კლებასა და ნალექსა აღმოსავლეთ საქართველოშიც ვარაუდობენ.
"საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელის ნალექი, მთასა და მაღალ მთაში თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს. ტემპერატურის კლება ხვალაც გაგრძელდება და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექი თოვლში გადავა. მათ შორის, თბილისშიც. ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოში დღისით იქნება +5 გრადუსამდე", _ აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი დოდო გვაზავა.