მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე დღეს დილიდან საავტომობილო მოძრაობა ნებადართულია. ფოსტა-კობის მონაკვეთზე კი გადაადგილება კვლავ იკრძალება. გადაკეტილია ჯვრის უღელტეხილი. ეს ზონა ზვავსაშიშადაა გამოცხადებული და იქ თოვლის საფარის სიმაღლე თითქმის 60 სანტიმეტრია.
საქართველოს მაღალმთიანეთში 14 საათი გადაუღებლად თოვდა. მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე გზის გასაწმენდი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილება აკრძალული იყო, თუმცა ამჟამად უკვე აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა უკვე აღდგენილია მხოლო ორ და სამ ხიდიანი ავტომობილებისათვის, მოძრაობა ასევე ნებადართულია ერთხიდიანი ავტომობილებისათვის, მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.