"ევროსაბჭო აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში არაღიარების პოლიტიკას გააგრძელებს. ამის შესახებ სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროსაბჭოს სპეციალურმა წარმომადგენემა პიტერ სემნებმა აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ე. წ. პრემიერ-მინისტრ სერგეი შამბასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროსაბჭო არაღიარების პოლიტიკას აგრძელებს, სოხუმის რეჟიმთან თანამშრომლობისთვის მაინც აუცილებელია პირობებისა და სტრუქტურების შექმნა.
შეგახსნებთ, რომ აფხაზ სეპარატისტთა ე. წ. პრემიერმა დღეს სემნებს ჰუმანიტარული პროექტების განხორციელბაში დახმარება სთხოვა.