საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ და ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში მაჯიდ საბერმა თბილისის № 1 საჯარო სკოლაში ირანული კულტურისა და ენის ცენტრი - "ირანის ოთახი" გახსნეს.
თბილისის №1 საჯარო სკოლაში 1979 წლიდან 2006 წლამდე სპარსული ენა და ლიტერატურა ისწავლებოდა. სკოლას მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და საქართველოში მის წარმომადგენლობასთან. ხშირად იმართებოდა ერთობლივი კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები.
2009-2010 სასწ. წელს ირანის საელჩომ საქართველოში თბილისის რამდენიმე სკოლაში სპარსული ენის ფაკულტატური სწავლება დაიწყო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, 2010 წლის 1-ელ დეკემბრიდან პირველ საჯარო სკოლაში აღდგა სპარსული ენის სწავლება.