H1N1-ის ვირუსის კიდევ ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. იაშვილის სახელობის კლინიკაში H1N1-ის ვირუსით ინფიცირებული 5 ბავშვი მოთავსეს.
ექიმების განცხადებით, ხუთი არასრულწლოვანი პაციენტიდან ორის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, რადგან მათ ვირუსთან ერთად ფილტვების ანთებაც აღენიშნებათ. ბავშვების ასაკი 4 თვიდან 8 წლამდეა.
შეგახსნებთ, რომ დღემდე H1N1-ის ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 85 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 3 პაციენტი გარდაიცვალა.