29, 30 იანვარს და 1-ელ თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თოვა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" მეტეოროლოგიური პროგნოზის ბიუროს უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ აცნობა.
მისი თქმით, 28 იანვრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, თუმცა ძალიან არ აცივდება. "დასავლეთ საქართველოში უფრო აცივდება, წვიმასაც ველით, 29-ში კი გამოიდარებს. 30 იანვრიდან მთელ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი. 31-იდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასების შემოჭრას ველით", _ აღნიშნა ნიორაძემ.