აშშ-ის მოქალაქე იური ზენკოვიჩი, რომელიც ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკას მკვლელობის მცდელობის მომზადების ბრალდებით იყო დაკავებული, ბელარუსის ციხიდან გაათავისუფლეს. იუწყება CNN
ზენკოვიჩი 2021 წელს მოსკოვში დააკავეს, შემდეგ კი მინსკში გადაიყვანეს, სადაც მას ლუკაშენკას მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებდნენ. ბელარუსის მტკიცებით, მკვლელობის მცდელობა აშშ-ის მიერ მხადაჭერით იყო ორგანიზებული.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, ზენკოვიჩის გათავისუფლება პატიმრების გაცვლის შედეგი არ ყოფილა.
ბელარუსის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, ზენკოვიჩი ამერიკელი ოფიციალური პირების, მათ შორის ევროპულ საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის, კრის სმიტის თანხლებით მეზობელ ლიეტუვაში გადაიყვანეს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ დაადასტურა ბელარუსიდან ამერიკელი მოქალაქის გათავისუფლება, თუმცა მისი ვინაობა არ დაასახელა.
კომენტარი გააკეთა ზენკოვიჩის ცოლმაც.
„ვიცოდი, რომ ეს დღე დადგებოდა. ამას 1480 დღე დასჭირდა, მაგრამ ის გადარჩა და სახლში, ჩემთან, ამერიკაში ბრუნდება“, - განუცხადა ზენკოვიჩის მეუღლემ, ელენა დენისოვეცმა CNN-ს.