27 აპრილის ღამეს, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინას 149 თავდასხმის დრონით შეუტიეს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, აქედან 57 დრონი ჩამოაგდეს, კიდევ 67 კი რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემების გამოყენებით დასვეს.
დრონების დარტყმის შედეგად დაზიანდა ჟიტომირის, დნიპროპეტროვსკის, ოდესის, დონეცკის, სუმისა და ჩერკასის ოლქები.