მოსკოვი მზადაა, უკრაინაში ომის დასრულების საკითხში ინტერესთა ბალანსი მოძებნოს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა. იუწყება უკრაინული მედია.
კერძოდ, მან უარყო მოსაზრება, რომ რუსეთი მზად არ არის ომის დასასრულებლად რაიმე დათმობაზე წავიდეს. მან ასევე ისაუბრა ყირიმზე.
„ტრამპმა სიმართლე თქვა ყირიმის საკუთრების შესახებ, მას ესმის, რომ რუსეთი არ აწარმოებს მოლაპარაკებებს თავისი ტერიტორიის მთლიანობაზე“, - განუცხადა ლავროვმა ჟურნალისტებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მოსკოვს ვაშინგტონისგან სანქციების მოხსნის შესახებ არანაირი წინადადება არ მიუღია.
მიუხედავად ამისა, ის დარწმუნებულია, რომ შეერთებული შტატები დაინტერესებულია რუსეთთან საქმიანი ურთიერთობებით.
გარდა ამისა, ლავროვმა დასძინა, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, „საიმედო ხელშია“. მისი თქმით, რუსეთს სურს ამ იდეის შეერთებულ შტატებისთვის გადაცემა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „სადგურზე კონტროლის ცვლილებები შეუძლებელია“.
გარდა ამისა, ამერიკული ტელეარხის წამყვანთან საუბარში ლავროვმა არ გაუშვა ხელიდან შესაძლებლობა, უკრაინა მოლაპარაკებების ჩაშლასა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების მორატორიუმის დარღვევაში დაედანაშაულებინა.
„ევროპელებს და ზელენსკის სურთ, ტრამპის სამშვიდობო ინიციატივა უკრაინის გაძლიერების ინსტრუმენტად აქციონ, რაც აშშ-ის პრეზიდენტს ნამდვილად არ სურს“, - თქვა მან.