სტივენ სპილბერგმა და პიტერ ჯეკსონმა დაასრულეს ფილმის "ტანტანის თავგადასავალის" გადაღებებები. "ტანტანის თავგადასავალის" ბელგიელი მხატვრის ერჟეს კომიქსების საფუძველზე გადასაღები ტრილოგიის პირველი ფილმია.
"მშვენიერი ფილმი გამოგვივიდა. გადაღებები უკვე დასრულებულია და ახლა დამუშავებაზე, სპეცეფექტებზე და სხვა ტექნიკურ მხარეებზე გადავდივართ", - განაცხადა ჯექსონმა რომელიც ახალი ფილმის პროდიუსერია.
მისი თქმით, მუშაობა კიდევ ორ წელიწადს გაგრძელდება.
როგორც ცნობილია, ფილმი 3D Motion Capture -ტექნოლოგიის გამოყენებით გადაიღეს.
ახლაგაზრდა ჟურნალისტის _ ტანტანის როლი ფილმში მსახიობმა ჯეიმი ბილმა შეასრულა, რომელიც მაყურებლისთვის ცნობილია სურათით "ბილი ელიოტი", "კინგ კონგი". ფილმში ასევე მონაწილეობენ დენიელ კრეიტი, ენდი სერკისი, საიმონ პეგი, ნიკ ფორსტი და მანკენზი კრუკი.
ფილმის მეორე ნაწილის რეჟისორი პიტერ ჯეკსონი იქნება, ხოლო მესამე ნაწილს სპილბერგი და ჯეკსონი ერთად გადაიღებენ.
პრემიერა ევროპაში 2011 წლის ოქტომბერში, ხოლო აშშ-ში 2011 წელის 23 დეკემბერს გაიმართება