დღეს, 27 იანვარს, 15:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე და ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში მაჯიდ საბერი თბილისის № 1 საჯარო სკოლას ეწვევიან. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, სტუმრები სკოლაში ირანული კულტურისა და ენის ცენტრს - "ირანის ოთახს" გახსნიან.