"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე პროკურატურაში დაუბარეს, თუმცა როგორც ჯაფარიძის სტატუსიდან ირკვევა, ის წულუკიანის კომისიის მსგავსად, არც სანქცირებული გაბიტაშვილის უწყებაში აპირებს მისვლას:
"ახლა "პროკურატურა" მიბარებს წულუკიანთან რატომ არ მიხვედიო
მერე "სასამართლო" დამიბარებს პროკურატურაში რატომ არ მიხვედიო
ვაი თქვე &₾ეებო", - წერს ჯაფარიძე.
ცნობისთვის, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა ისჯება სსკ-ს 349-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.