თბილისის მერი გიგი უგულავა ლეღვთახევის რეაბილიტაციის პროგრამას ადგილზე გაეცნო.
როგორც უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, პროექტის დასრულების შემდეგ დედაქალაქი კიდევ ერთ რეაბილიტირებულ უბანს მიირებს.
"რაც მტავრია უკვე დიაწყო ის პროცესი, ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის პროგრამის დასრულების შემდეგ ბევრმა საკუთარი ქონების კომერლიზაცია დაიწყო. მე რამდენადაც ვიცი უკვე გაკეთდა 3-4 პატარა საოჯახო სასტუმრო, რაც ხალხისთვის მნიშვნელოვნი დამტებითი შემოსავალია", - აღნიშნა უგულავამ.
პროექტის მიხედვით დადგემილია თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანის, ლეღვთახევის რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებშიც დასასვენებელი ადგილები, ტურისტული ცენტრები, მდინარეზე გადასასვლელი მცირე ზომის ხიდები და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორცილდება.