შეერთებული შტატები მასობრივმა პროტესტმა მოიცვა. დემონსტრაციების მონაწილეები პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ილონ მასკის პოლიტიკას აპროტესტებენ.
ეს არის ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქცია აშშ-ში ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ.
კამპანია Hands Off-ის [ხელები შორს] ორგანიზატორებმა დაგეგმეს საპროტესტო აქციები 1200 ლოკაციაზე 50-ვე შტატში. დიდი რაოდენობით ხალხი გამოვიდა ბოსტონში, ნიუ იორკში, ჩიკაგოში, ლოს ანჯელესსა და ვაშინგტონში.
შეერთებული შტატების დიდი ქალაქების მოსახლეობას შორის ტრამპის ოპონენტები დომინირებენ, თუმცა, ბოლო თვეებში მხოლოდ რამდენიმე სახალხო პროტესტი გაიმართა.
მედიის წარმომადგენლები ამას სხვადასხვა მიზეზით ხსნიან: ამერიკული საზოგადოების ლიბერალური ნაწილის დაღლილობისა და დეპრესიიდან დაწყებული დამთავრებული შიშით, რომ ეს ტრამპს უბიძგებს პროტესტს ძალადობით უპასუხოს.
ტრამპის მიერ იმპორტზე მაღალი ტარიფების შესახებ გამოცხადების შემდეგ, სოლიდარობის დემონსტრაციები გაიმართა ბევრ სხვა ქვეყანაში, განსაკუთრებით ლონდონში, პარიზსა და ბერლინში.
ვაშინგტონში დემოკრატი დეპუტატები მიტინგზე სიტყვით გამოვიდნენ.
მათ განსაკუთრებით მკაცრად იკაპარაკეს ტრამპის მდიდარი დონორების გავლენის შესახებ, განსაკუთრებით ილონ მასკის.
კონგრესმენმა ფლორიდის შტატიდან მაქსველ ფროსტმა მას "მილიარდერების მიერ მთავრობის ხელში ჩაგდება" უწოდა.
"როდესაც ხალხს პარავთ, ელოდეთ ხალხის აჯანყებას. საარჩევნო ყუთებთან და ქუჩებში", - აღნიშნა პოლიტიკოსმა.
თავად ტრამპს შაბათს საჯარო ღონისძიებები არ ჰქონდა. ის თამაშობდა გოლფს მარ-ა-ლაგოში და დღესაც აპირებს თამაშის გაგრძელებას.
