თბილისში, სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მანქანა და მოტოციკლი შეეჯახნენ, რის შედეგადაც მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა. ინფორმაციას "ტაბულა" ავრცელებს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.