საქართველოში ე.წ. ღორის გრიპის ლაბორატორიულად დადასტურებული 70-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული.
ამის შესახებ ჟურნალისტებს შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ანდრეა ურუშაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაყწების წინ განუცხადა, თუმცა აქვე განმარტა, რომ ეპიდემიის საშიშროება არ არსებობს.
"უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ტიპის ვირუსი დადასტურებულზე ცოტა უფრო მეტია, თუმცა ეს ეპიდემიურ საშიშროებას არ ფლობს" - განმარტა ურუშაძემ.
მისივე თქმით, გრიპის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ექიმთან უფასო ვიზიტი და საჭიროების შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის ხარჯებსაც სახელმწიფო დაფარავს, სამედიცინო დაწესებულებისთვის პაციენტთან დაგვიანებით მიმართვიანობას შეამცირებს.
შეგახსენებთ, რომ ქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, გრიპის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში პოლიკლინიკის ექიმის გამოძახება უფასოა, რასთან დაკავშირებულ ხარჯებსაც თბილისის მერია ფარავს.
იგივე მომსახურებით ისარგებლებენ რეიგონებში მაცხოვრებლები სოფლის ექიმის სახით.
რაც შეეხება საჭიროების შემთხვევაში მათ ჰისპიტალიზაციას, მასთან დაკავშირებულ ხარჯებს უკვე სახელმწიფო ბიუჯეტი დაფარავს.