დღეს რუსეთში გლოვის დღეა. ქვეყანაში "დომოდედოვოს" აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ.
გარდაცვლილთა პატივსაცემად წუხელ მოსკოვის ქუჩებში უამრავი ადამიანი გამოვიდა და სანთლები დაანთო.
გლოვის დღესთან დაკავშირებით, ქვეყანაში ყველა სადღესასწაულო ღონისძიება გადაიდო, მათ შორის აღარ გაიმართება სტუდენტური დღეებიც.
შეგახსენებთ, რომ "დომოდედოვოს" აეროპორტში მომხდარ აფეთქებას 35 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავდა, მათგან 43 ჯერ კიდევ კრიტიკურ მდგომარეობაშია.
ტერაქტის დროს დაჭრილები გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა და პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა მოინახულეს.