ომი ვინ დაიწყო სვამენ შეკითხვას? შეკითხვას უსვამენ მინიმუმ სამიათასწლოვანი სახელმწიფოებრივი ისტორიის მქონე ერს, რომლის ისტორია ომების ისტორიაა. ძირითადად თავდაცვითი ომებისისტორიაა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს უკრაინაში დაღუპული სამხედროს ჯამბულატ ხოფერიას მამა, არჩილ ხოფერია.
"ომი ვინ დაიწყო სვამენ შეკითხვას? შეკითხვას უსვამენ მინიმუმ სამიათასწლოვანი სახელმწიფოებრივი ისტორიის მქონე ერს, რომლის ისტორია ომების ისტორიაა. ძირითადად თავდაცვითი ომების. და როცა ჩვენ ვუტევდით იმ მცირე პერიოდის მთავარსარდალი წერდა სინანულით, უმეზობლობას ვესწრაფოდიო.
ასეთები ვართ ჩვენ..
უბრალოდ გეტყვით, ადრე თუ გვიან ჩვენ ქართველები, ქართული სახელმწიფო დაიწყებს ომს, ერთიანი საქართველოსთვის.
როდის?
მტრების სისუსტის და ჩვენი სიძლიერის ჟამს..
უფალი ჩვენთან იქნება ამ ბრძოლაში.." - წერს არჩილ ხოფერია.