"ოკუპაცია ყოველთვის მთავრდება დეოკუპაციით. ეს ბუმერანგის პრინციპია", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "პირველი საინფორმაციო კავკასიურის" პირდაპირ ეთერში ერთ-ერთი მოქალაქის შეკითხვაზე პასუხის გაცემისას.
"დღეს რუსეთი არის ოკუპანტი. მათ მიაღწიეს, რომ ფაშისტურ გერმანიაზე საბჭოთა კავშირის გამარჯვების შემდეგ პირველად რუსეთს მიეკრო ტერმინი ოკუპანტი. ავღანეთშიც კი არ ხმარობდა ამ ტერმინს საერთაშორისო თანამეგობრობა. ოკუპაცია ყოველთვის მთავრდება დეოკუპაციით. ეს ბუმერანგის პრინციპია", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.