საქართველოს პრეზიდენტმა სომალელ მეკობრეთა ტყვეობაში დარჩენილი ქართველი მეზღვაურების შესახებ დასმული შეკითხვა უპასუხოდ დატოვა.
ჟურნალისტმა პრეზიდენტს შეახსენა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ პირადად მისი ფონდიდან გამოყოფილი ფინანსებით ხორციელდება უამრავი საზეიმო ღონისძიება ქვეყანაში, ხომ არ აპირებს საქართველოს პრეზიდენტი, თავისი ფონდიდან გამოყოს თანხა, რათა სომალელ მეკობრეთა ტყვეობაში მყოფი ქართველი მეზღვაურების სიცოცხლე იხსნას.
აღნიშნული კითხვა პასუხგაუცემელი დარჩა ტელეხიდის დროს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მოსახლეობის კითხვებს პასუხობდა.