წამლებზე ფასების შემცირების სერიოზული პოტენციალი არსებობს. საქართველოში არის ერთ-ერთი ყველაზე ძვირი წამლები ჩვენს რეგიონში და ეს არის სრულიად დაუშვებელი სიტუაცია", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "პირველი საინფორმაციო კავკასიურის" პირდაპირ ეთერში ერთ-ერთი მოქალაქის შეკითხვაზე პასუხის გაცემისას.
"წამლები ჩვენთან ხელოვნურად დიდხანს იყო გაძვირებული. ახლაც ვფიქრობ, სერიოზული პოტენციალი არსებობს მისი შემცირებისა. საქართველოში არის ერთ-ერთი ყველაზე ძვირი წამლები ჩვენს რეგიონში და ეს არის სრულიად დაუშვებელი. შარშან გვქონდა გარკვეული გაუმჯობესება და შევაკავეთ ფასები. ახლა დავაყენებინეთ კამერები ძირითად სააფთიაქო ქსელებში, წამლებზე მონოპოლია ჰქონდა ვიღაცას და ეს გაუქმდა", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრმა უკვე მოაწერა ხელი რეგულაციას, რომლის მიხედვითაც, უცხოეთში წარმოებული ნებისმიერი წამალი საქართველოში ავტომატურად შეიძლება გამოიყენო.
"შეიქმნა ცალკე სააფთიაქო ქსელი, იმიტომ, რომ ერთი ჯგუფის ხელში იყო. რამდენიმე საკითხი განხორციელდა, მათ შორის, უმწეოებისთბის საჭირო წამლების დიდი ნაწილი იფარება. ეს სიახლეა, რაც არ იყო წინა წლებში. დაუშვებლად მაღალია წამლის ფასი და ამაზე ვმუშაობთ. სადაზღვევო კომპანიების მარჟა უნდა შემცირდეს და შემცირდეს ასევე წამლის ფასები", _ განაცხადა პრეზიდენტმა.