მიხეილ სააკაშვილს ერთ-ერთმა ტელეკომპანიის მფლობელმა ბიზნესები მოსთხოვა. ამის შესახებ პრეზიდენტმა პროექტში "პრეზიდენტი პასუხობს ხალხს" განაცხადა.
"დემოკრატიის უმაღლესი მწვერვალი ის არ არის, როცა ბიზნესმენს აქვს რომელიმე ტელევიზია. მახსოვს, როცა ერთ-ერთი თქვენთვის ნაცნობი ტელევიზიის მფლობელი, რომელიც სულ გვლანძღავდა, გამოგვეცხადა და გვითხრა, - მე მაქვს პირობები, მინდა ბიზნესებიო. ჩვენ მივეცით საშუალება, ჩამოეწერა, რა ბიზნესები უნდოდა ჰქონოდა მას საქართველოში და ფურცლის ორივე მხარე გაავსო. არც ესაა დემოკრატია მთლად. დემოკრატიის იდეალური ფორმა არ არსებობს, მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე და მერე ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას", - განაცხადა სააკაშვილმა.