"საავადმყოფოები იმისთვის შენდება, რომ ის ხალხით გაივსოს", - განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია "პირველი საინფორმაციო კავკასიურის" პირდაპირ ეთერში ერთ-ერთი მოქალაქის შეკითხვაზე პასუხის გაცემისას.
"2014 წლამდე 146 საავადმყოფო აშენდება. ეს პროექტი არ ჩავარდნილა. ამ წლებში აშენდა ბევრი კარგი საავადმყოფო. ყველგან, მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება კარგი საავადმყოფოები. გურიაშიც შენდება ობიექტები. კმაყოფილი ვარ ჯანდაცვის სამინისტროს მუშაობით. მათ ახალი გუნდი ჰქვიათ, თორემ ამ სფეროში დიდი გამოცდილება აქვთ. მთავარი ინვესტიციები დღეს საქართველოში ხორციელდება ჰოსპიტალურ სექტორში, რომელშიც იდება 2 მილიარდი ლარი. ეს არის კერძო ინვესტიციები და ისე უნდა გადავფაროთ, რომ ეს კერძო საავადმყოფოები რომ შენდება, ხალხით გაივსოს. მათ უნდა ჰქონდეთ ხარისხიანი ჯანდაცვა", - განმარტავს სააკაშვილი.
სააკაშვილის თქმით, საქართველოში უნდა შეიქმნას ჯანდაცვის ისეთი სისტემა, რომ პაციენტები სამკურნალოდ სხვა ქვეყნებში არ მიდიოდნენ.