"ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი არის ჩემი ყველაზე დიდი ოცნება", - განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია "პირველი საინფორმაციო კავკასიურის" პირდაპირ ეთერში ერთ-ერთი მოქალაქის შეკითხვაზე პასუხის გაცემისას.
"უკვე გამოვყავით ბათუმში მიწა. გამოვაცხადეთ არქიტექტორების კონკურსი. რამდენიმე ძალიან კარგი პროექტია. მილენიუმში ვთხოვეთ, მთავარი ფული იქნას ჩადებული სწორედ განათლებაზე. შემოვიყვანოთ რომელიმე სერიოზულ ამერიკული უნივერსიტეტი და მან გასცეს ამერიკული დიპლომი, მაგრამ ისწავლონ ძირითადად ჩვენმა სტუდენტებმა და მიიღონ კვალიფიკაცია", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნას დასჭირდება ორი, მაქსიმუმ სამი წელი.
"ძალისხმევას არ დავიშურებ იმისათვის, რომ უნივერსიტეტი რაც შეიძლება მოკლე დროში გაიხსნას", _ განაცხადა პრეზიდენტმა.