"უნდა შევძლოთYიმდენი, რომ სოფლებში მექანიზაციის პროგრამა ბოლომდე მივიყვანოთ", _ ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "პირველი საინფორმაციო კავკასიურის" პირდაპირ ეთერში სოფელ მისაქციელში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქის შეკითხვაზე პასუხის გაცემისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა სოფლებში მექანიზაციის პროგრამას ბოლომდე მიიყვანს.
"ჩვენი საარჩევონო პროგრამა იყო - წყალი ყველა სოფელს, ტრაქტორი ყევლა სოფელს, გაზი ყველა სოფელს. ამბულატორია და მთლიანად სოფლის პროგრამა მნიშვნელოვანია ჩემთვის. ვადასტურებ, რომ სიბნელე იყო ტრასაზე. მე უნდა ვიცოდე ყველა სოფლის პრობლემა. არის სოფლები, სადაც ეს პროგრამა შესრულებულია ასი პროცენტით და არის სოფლები, სადაც ეს პრობლემები მოსაგვარებელია. მისაქციელი არის საშუალო სიდიდის სოფელი. 2008 წელს დავიწყეთ გაზიფიკაცია. 60 პროცენტი არის გაზიფიცირებული. გამრიცხველიანება მთლიანად მოხდა, ხოლო ამბულატორია გაკეთებულია.
პრეზიდენტმა სოფლებში ტრაქტორების შეყვანის თემაზედაც ისაუბრა. მისი თქმით, სოფლის მცხოვრებს ჰქონდეს ტრაქტორის განვადებით აღებისა და მისი გამოსყვიდვის საშუალება.
"ბოლო წლებში შემოვიყვანეთ რამდენიმე ათასი ტრაქტორი. ჩვენ გვჭირდება 2 ათასი ტრაქტორი, რომ საქართველო მთლიანად გადაიფაროს. არის ტრაქტორები, რომლებსაც სპეციალური გუთნები სჭირდებათ, ეს უკვე ახალი მოთხოვნებია. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ოპერირებს ახალი სახის ტრაქტორებს, ე. წ. ემ-ტე-ესებს. ეს უნდა იყოს ხელმისაწვდომი, რომ ადამიანს ჰქონდეს განვადებით მისი აღების საშულებაა. მექანიზაციის პროგრამას მივიყვანთ ბოლომდე", - განმარტა სააკაშვილმა.