აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის დაჰპირდა, რომ დაეხმარება უკრაინისთვის Patriot -ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების მოძიებაში.
ამის შესახებ თეთრმა სახლმა აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის საუბრის შემდეგ განაცხადა.
როგორც თეთრ სახლშო განაცხადეს, საუბრის დროს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ "უკრაინა და ამერიკა გააგრძელებენ ერთად მუშაობას ომის რეალური დასასრულის მისაღწევად" და რომ ტრამპის ხელმძღვანელობით "მუდმივი მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია".
აღნიშნულია, რომ ზელენსკიმ ითხოვა დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად, კერძოდ კი Patriot-ის კომპლექსები.
„პრეზიდენტი ტრამპი დათანხმდა ითანამშრომლოს მასთან, რათა მოიძიოს ის, რაც ხელმისაწვდომია, კერძოდ, ევროპაში“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
ამერიკის პრეზიდენტმა ზელენსკის ასევე „სრულიად მიაწოდა ინფორმაცია“ ვლადიმირ პუტინთან საუბრის შესახებ.
„მათ განიხილეს კურსკის რეგიონში არსებული ვითარება და შეთანხმდნენ, რომ მჭიდროდ გააზიარებენ ინფორმაციას თავიანთ თავდაცვის უწყებებს შორის ბრძოლის ველზე ვითარების განვითარების შესახებ“, - განაცხადეს თეთრ სახლში.