იანვრიდან დღემდე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში H1N1 ვირუსის ლაბორატორიულად დამტკიცებული 20 შემთხვევა გამოვლინდა. ამის გამო იაშვილის კლინიკის დირექციამ კარანტინის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. კატანტინის მიზეზად ისინი პაციენტების გაზრდილ რაოდენობას ასახელებენ. კლინიკის ხელმძღვანელობის აზრით, აუცილებელი გახდა პაციენტების გარეშე პირებისგან იზოლირება.
ვირუსის ახალი შემთხვევა დღეს დილით დაფიქსირდა. დაინფიცირებულია წლინახევრის ბავშვი, რომლის მდგომარეობაც სტაბილურია. იგი უკვე სახლში გაწერეს და ოჯახურ პირობებში აგრძელებს მკურნალობას.
კლინიკის ექიმების განმარტებით, იანვრის დასაწყისიდან დღემდე ლაბორატორიულად დადასტურებული 20 შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის, 12 ა გრიპით, ხოლო_ 8 ბ გრიპის ნიშნით.
იაშვილის კლინიკის გარდა, კარანტინი ღუდუშაურის სახელობის კლინიკაშიც გრძელდება. მთელი ღამის განმავლობაში კლინიკას სულ 34 პაციენტმა მიმართა, მათგან 23 პაციენტი თერაპიულ განყოფილებაშია მოთავსებული, ხოლო 7 პაციენტი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადის. მათგან ორი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
ღუდუშაურის კლინიკაში ეს შემთხვევები საგანგაშოდ არ მიაჩნიათ, რადგან გასულ წელთან შედარებით, მათი რაოდენობა გაცილებით მცირეა. @