საქართველოს პრეზიდენტისა და მოსახლეობის ტელეხიდი საპროტესტო აქციის ფონზე ჩაივლის.
მოძრაობა "სოლიდარობის" წარმომადგენლები 18:00 საათზე, გმირთა მემორიალთან შეიკრიბებიან და ქვეყნის პირველი პირისგან შესაბამის მისამართზე გადაგზავნილ შეკითხვაზე პასუხს სწორედ იქ დაელოდებიან.
როგორც მოძრაობის წარმომადგენელი ჯაბა ტყემალაძე აცხადებს, პრეზიდენტს მისამართზე: პრესიდენტ@გპბ.გე უკვე გაუგზავნა შეკითხვა იმის თაობაზე, "აპირებს თუ არა ბოდიში მოუხადოს ვეტერანებს 3 იანვრის აქციის არაკონსტიტუციური დარბევის გამო?".
"ჩვენი მოთხოვნები უცვლელია: 1) დაცული იქნას საქართველოს კონსტიტუციის 25 მუხლი- თავშეყრის თავისუფლების გარანტი. 2) უზენაესმა მთავარსარდალმა ბოდიში მოიხადოს 2010 წლის 3 იანვარს ვეტერანთა აქციის ანტიკონსტიტუციური დარბევის გამო
3) ვეტერანთა დეპარტამენტში დაშვებულ იქნას საზოგადოებრივი დამკვირვებელი.
ამ მოთხოვნებს დღეს დაემატება თავისუფალი სასამართლოს მოთხოვნაც, რადგან დამოუკიდებელი სასამართლოს გარეშე ბოლშევიზმს ვერ გავასამართლებთ. ბოლშევიზმის გასამართლების გარეშე კი იმ მენტალობას ვერ დავემშვიდობებით, რომელიც მშვიდობიან ცხოვრებაში გვიშლის ხელს", - აცხადებს ტყემალაძე.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობის შეკითხვებს დღეს, 18:00 საათზე უპასუხებს. ტელეხიდი "პირველი კავკასიურის" სტუდიიდან გაიმართება.
სპეციალურად ამ პროექტისთვის საინფორმაციო ცენტრი გუშინ ამოქმედდა. ნებისმიერ მსურველს, რომელსაც ქვეყნის პირველ პირთან შეკითხვა აქვს, შეუძლია ცხელ ხაზზე დარეკოს ან ის ელექტრონულ მისამართლზე გადაგზავნოს.