საინფორმაციო ცენტრში, მხოლოდ ცხელ ხაზზე, რომელიც სპეციალურად პროექტისთვის "პრეზიდენტი პასუხობს ხალხს" შეიქმნა, ამ დროისთვის 6 500-ზე მეტი შეკითხვაა შესული. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" თავად საინფორმაციო ცენტრში განუცხადეს.
მათივე განმარტებით, შეკითხვების უმეტესობა სოციალურ თემატიკასთან დაკავშირებულ პრობლემებს შეეხება.
ამასთან, ბევრია ინტერნეტით მიღებული შეკითხვების რაოდენობაც.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობის შეკითხვებს დღეს, 18:00 საათზე უპასუხებს. ტელეხიდი "პირველი კავკასიურის" სტუდიიდან გაიმართება.
სპეციალურად ამ პროექტისთვის საინფორმაციო ცენტრი გუშინ ამოქმედდა. ნებისმიერ მსურველს, რომელსაც ქვეყნის პირველ პირთან შეკითხვა აქვს, შეუძლია ცხელ ხაზზე დარეკოს ან ის ელექტრონულ მისამართლზე გადაგზავნოს.