მოსკოვში, "დომოდედოვოს" აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.
გამოქვეყნებული სიების მიხედვით, დაღუპულთა შორის უცხოეთის რვა მოქალაქეა. მათ შორის, ბრიტანეთის, გერმანიის, სლოვაკეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთისა და ყირგიზეთის მოქალაქეები.
შეგახსენებთ, 2011 წლის 24 იანვარს მოსკოვის "დომოდედოვოს" აეროპორტში განხორციელებულ ტერორისტულ აქტს ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა და ასზე მეტი მოქალაქე დაშავდა.