გურამიშვილის გამზირზე 60 წლის ქალი მეზობლებმა და სამაშველო სამსახურმა ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.
მომხდარის მიზეზი უცნობია, თუმცა სავარაუდოდ, შემთხვევა ბუნებრივი აირის გაჟონვას უნდა გამოეწვია. მეზობლების თქმით, დაღუპული რამდენიმე თვეა, აღარ უნახავთ. მაშველები მაშინ გამიძახეს, რაც ქალბატონს ნათესავებმა მოაკითხეს. მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამძიება.
წინასწარი ინფორმაციით, ქალი ორი-სამი დღის გარდაცვლილი უნდა იყოს. იგი ბინაში მარტო ცხოვრობდა და ვაჟი საზღვარგარეთ ჰყავდა.