სტიქიის ზონაში რეაგირების ჯგუფების დასახმარებლად ევროკავშირმა აამოქმედა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სატელიტური რუკების სწრაფად შესაქმნელად, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა სოციალურ ქსელში წერს.
წარმომადგენლობის ინფორმაციით, „კოპერნიკი“ ხელს შეუწყობს თოვლის შედეგად მიყენებული ზიანის შეფასებას.
„დიდთოვლობამ დასავლეთ საქართველოში ბევრი ადგილობრივი ძირითადი სერვისების გარეშე დატოვა, რამაც მათ მძიმე პირობები შეუქმნა. რეაგირების ჯგუფების დასახმარებლად ევროკავშირმა აამოქმედა „კოპერნიკის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური“ სატელიტური რუკების სწრაფად შესაქმნელად. სატელიტური გამოსახულების და სხვა გეოსივრცითი მონაცემების გამოყენებით, „კოპერნიკი“ დაეხმარება მათ, შეაფასონ თოვლის შედეგად მიყენებული ზიანი. ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომია“, – წერს ევროკავშირის წარმომადგენლობა.