საქართველოს რკინიგზა უამინდობის გამო 1-2 მარტს რამდენიმე რეისს აუქმებს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
რკინიგზის ცნობით, პირველ და ორი მარტიდან რეისთა ნაწილი აღდგება.
„საქართველოს რკინიგზა გაცნობებთ, რომ ხვალ, პირველ მარტს შესრულდება შემდეგი რეისები: №870/869 თბილისი-ზუგდიდი-თბილისი; №874 თბილისი-ფოთი.
2 მარტიდან დაიწყებს მოძრაობას: №874 /873 თბილისი-ფოთი-თბილისი (ორივე მიმართულება); ჩვეულ განრიგში ასრულებს რეისებს: №802/801 თბილისი-ბათუმი-თბილისი; №804/803 თბილისი-ბათუმი-თბილისი.
ასევე გაცნობებთ, რომ 1-2 მარტს უამინდობის გამო უქმდება რამდენიმე რესი, კერძოდ: №854/853 თბილისი-ოზურგეთი-თბილისი; №618/617 თბილისი-ბორჯომი-თბილისი; №686/685 თბილისი-ბორჯომი-თბილისი; №682/681 ქუთაისი-ბათუმი; №684/683 ქუთაისი-ბათუმი; №613/614 ბათუმი-ოზურგეთი.
აქვე განვმარტავთ, რომ საქართველოს რკინიგზის რეისები ყველა მიმართულებაზე ეტაპობრივად განახლდება. კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური სრულად აგინაზღაურდებათ“, – ნათქვამია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.