საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის მონაკვეთის 141-ე კმ-ზე დასრულდა ჩამოწოლილი ზვავისგან გზის სავალი ნაწილის წმენდის სამუშაოები და ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია.
რიკოთის მონაკვეთის 141-ე კმ-ზე ჩამოწვა ზვავი, რის შედეგადაც დაზიანდა 4 ავტომანქანა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ინტენსიური თოვის გამო რიკოთის საავტომობილო გზის სრულ მონაკვეთზე სპეციალური ტექნიკა უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს გზის წმენდის სამუშაოებს.