უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ არ არის განაწყენებული იმით, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მას "დიქტატორი" უწოდა და აღნიშნა, რომ „დიქტატორი“ის ნამდვილად არ გახდება.
ზელენსკის სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა ტრამპის სიტყვებზე, რომელმაც მას "დიქტატორი" უწოდა ომის დროს არჩევნების ჩატარების სურვილის არქონის გამო.
„აქ ემოციებისთვის ადგილი არ არის. მე მაქვს პრაგმატული მიდგომა ამჟამინდელ [აშშ-ის] ადმინისტრაციასთან ურთიერთობასთან დაკავშირებით და ასე გავაგრძელებ.
მაგრამ, რა თქმა უნდა, რბილად რომ ვთქვათ, პრეზიდენტ ტრამპის ჩემს მიმართ გამოთქმულ ამ სიტყვებს კომპლიმენტებს ვერ დავარქმევ. მე ასე მესმის.
მაგრამ რატომ უნდა განავწყენდე? ეს ეწყინებოდა მას, ვინც დიქტატორია. და მე ასე აღვიქვამ: აბა, რას იზამ, ჩვენ როგორმე ვიცხოვრებთ აშშ-სთან. ჩვენ ნამდვილად არ ვიქნებით დიქტატორები. უბრალოდ არ არის საინტრერესო.
მე ვარ კანონიერად არჩეული პრეზიდენტი, მე არ მოვსულვარ ხელისუფლებაში რაიმე ძალის მეშვეობით. მე 73%-მა ამირჩია.
სხვათა შორის, პარლამენტარებიც არავის დაუნიშნავს პარლამენტი უკრაინელმა ხალხმა აირჩია. საომარი მდგომარეობის დასრულების შემდეგ არჩევნები იქნება და ხალხი თავის არჩევანს გააკეთებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.