შეერთებული შტატები უნდა შეუერთდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერი გაზეთ The Sun-ში წერს.
სტარმერმა გაიხსენა ბერლინის კედლის დანგრევა და დაწერა, რომ „მაშინ რომ გეთქვათ, რომ ერთ დღეს ჩვენ კვლავ დავინახავთ რუსული ტანკების შეჭრას ევროპის ქალაქებში, ამას არასოდეს დავიჯერებდი“.
"ეს არის კოშმარი, რომელშიც უკრაინელები ყოველ დღე იღვიძებენ ბოლო სამი წლის განმავლობაში. კოშმარი გამოწვეული მხოლოდ ერთი კაცის და მხოლოდ ერთი კაცის - ვლადიმირ პუტინის მიერ", - წერს ბრიტანეთის პრემიერი.
მან გაიხსენა გამოთქმა „ბრიტანული ბულდოგის სული“ და განაცხადა, რომ ის ახლა უკრაინელებზეც ვრცელდება. ეს არის ზუსტად ის სიმამაცე, რომელიც გამოვიჩინეთ მეორე მსოფლიო ომის დროს“, - წერს სტარემერი.
„მაგრამ პრეზიდენტი ტრამპი მართალია, რომ ევროპულმა ქვეყნებმა ახლა უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ საკუთარ უსაფრთხოებაზე.
ჩვენ უნდა გავზარდოთ ჩვენი თავდაცვის ხარჯები, როგორც დავპირდით აქ დიდ ბრიტანეთში. ჩვენ უფრო დიდი როლი უნდა ვითამაშოთ ნატოში“, - განაცხადა სტარმერმა.
„რა თქმა უნდა, ბრიტანეთში არავის სურს მეტი სისხლისღვრა. მაგრამ კარგი მშვიდობის მიღწევა შეიძლება მხოლოდ ძალის გამოყენებით. უკრაინას უნდა ჰქონდეს ხმა თავისი მომავლის შესახებ მოლაპარაკებებში.
და მას სჭირდება საიმედო უსაფრთხოების გარანტიები, რომ მშვიდობა გაგრძელდეს. მე მჯერა, რომ ამერიკა უნდა იყოს ამ გარანტიების ნაწილი. ეს მათ ინტერესებშია. სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც არ შეაჩერებს პუტინს ხელახლა თავდასხმაში, კატასტროფა იქნება ყველასთვის. საუკეთესო გზა ამის თავიდან ასაცილებლად არის ახლა იყოთ მტკიცე და სამართლიანი.
სწორედ ამიტომ, მე ასევე ღია ვარ, გავაგზავნო ბრიტანული ჯარები, რათა ითამაშოს როლი ევროპულ ძალებში უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ“, - ამბობს სტარმერი.