24 თებერვალს 19:00 საათზე, რუსეთის შეჭრიდან 3 წლის თავზე, უკრაინის საელჩოდან პარლამენტამდე მსვლელობა გაიმართება
"2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ფედერაციის ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ. დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი. მთელ მსოფლიოს ეგონა, კიევი 3 დღეში დაეცემოდა, თუმცა ის დღესაც, ომის დაწყებიდან 3 წლის თავზე მყარად დგას.
ამ ომის დასარულზეა დამოკიდებული არა მარტო ევროპის ბედი, არამედ კონკრეტულად საქართველოს უსაფრთხოებაც. უკრაინა იბრძვის დამოუკიდებლობისათვის და ფარად უდგას პუტინის შემდგომ სამიზნეებს. მათ შორის, ერთ-ერთი პირველი საქართველოა.
ქართული საზოგადოება ომის დაწყებისთანავე გამოვიდა ქუჩაში და გააპროტესტა როგორც პუტინის საზარელი ქმედებები, ასევე საქართველოს მთავრობის რეაქცია უკრაინის ომის მიმართ.
ამ ომის მნიშვნელობის შეგრძნება არ უნდა განელდეს.
შევიკრიბოთ 24 თებერვალს, 19 საათზე უკრაინის საელჩოსთან, პატივი მივაგოთ გმირულად მებრძოლ ქვეყანას და ამ ომში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს და მარშით გავემართოთ რუსთაველის გამზირისაკენ. ასევე, შეგიძლიათ 20:30-ზე შემოგვიერთდეთ ტარას შევჩენკოს ძეგლთან." - წერია ორგანიზატორთა განცხადებაში